ვლადიმერ ზელენსკი - მივესალმები ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე, 600 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მივესალმები ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. მადლობას ვუხდი ურსულა ფონ დერ ლაიენს და ვალდის დომბროვსკის უკრაინაში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასებისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი „ტვიტერში“.

ევროკავშირს დახმარებისთვის მადლობას უხდის უკრაინის პრემიერი, დენის შმიგალიც და ხაზს უსვამს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

„ეს დააჩქარებს ჩვენს ეკონომიკურ გაჯანსაღებას კოვიდ-19– ის პანდემიის შედეგ. ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან, ვაგრძელებთ რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს ევროპის მდგრადობას,“- წერს დენის შმიგალი.

უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში 600 მილიონი ევროს მოცულობის პირველი ტრანში 2020 წლის დეკემბერში მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა