სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, ნატოსთან დიალოგს ხელი შეუწყოს

ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ, თუმცა პროფესიონალურად და არა ემოციურად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დუშანბეში საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნების ერთობლივ შეხვედრაზე განუცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსი დიპლომატის თქმით, ნატო ამჟამად მოსკოვის დარწმუნებას ცდილობს, რათა მათ სამხედრო საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ ,,ვენის დოკუმენტს“ გადახედონ.

სერგეი ლავროვის განმარტებით, დასავლეთმა ბალანსი შეცვალა და ისინი ინსპექციების გამკაცრებას ცდილობენ, რაც მათთვის მისაღები არაა.

,,თუკი ნატო ,,ვენის დოკუმენტის“ პირობებს გააუმჯობესებს , რუსეთი იმ პოზიციებს დაუბრუნდება, რაც მას 1990 წელს ეკავა. ამით კი, ერთმანეთისადმი ნდობის უკეთ უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

,,ვენის დოკუმენტი“ ეუთო-ს წევრი ქვეყნების მეირ ხელმოწერილი შეთანხმებაა, რომელიც შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. რუსეთი აღნიშნულ დოკუმენტს 1990 წელს შეუერთდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო