ანონსი 16 სექტემბერი

16 სექტემბერს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაში სემეკისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მის: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა N59.

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საკუთარი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების - გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი (წითელი ბაღი).

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, "ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი ბრიფინგს სოციალურად დაუცველების პრობლემების შესახებ - "კალაძის პარალელური თბილისი - მოქალაქეები შიმშილის ზღვარზე" გამართავს.

მის: კომპაქტურად შესახლებული სოციალურად დაუცველები. ქსოვრელის ქ 1. (კიკვიძის პარკის მოპირდაპირედ).

16 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში სამშენებლო კომპანიების: „ოლიმპიური ვარსკვლავის" და „ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები, ლელა რაზიკაშვილი და მარიამ ჩიმაკაძე განცხადებას გააკეთებენ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 სექტემბერს, 12:00 საათზე, “სამოქალაქო საარჩევნო კომისია” გამართავს ბრიფინგს, სადაც გასაჯაროვდება ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილ საკონსულტაციო ჯგუფზე. სპიკერები იქნებიან: შოთა დიღმელაშვილი; აკაკი ხუსკივაძე

მის: პეკინის 34, ბიზნესცენტრი საბურთალო (ყაზბეგის და პეკინის გამზირის კვეთა)

საკონტაქტო: ნოდარ რუხაძე - 551 700 488

16 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, "ლელოს" ერთ ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ქუთაისსა და წყალტუბოში წარადგენს მაჟორიტარობის კანდიდატებს.

მის: ქუთაისი, ცენტრალური პარკი

16 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული).

16 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარტია "მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივანი კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს.

თემა: საარჩევნო პროცესში მედიისა და მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის უსამართლო პოლიტიკის შესახებ

მის: კოსტავას 68 (საზ. მაუწყებლის ცენტრალური შესასვლელი).

საკონტაქტო: 579957665

16 სექტემბერს, 13:00 საათზე, "ლელოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაზო დათუნაშვილი გამართავენ ბრიფინგს.

თემა: ელექტრონული არჩევნების სატესტო მოდელი, მკვდარი სულები სიებში და არჩევნების გაყალბების რისკები.

მის: სადგურის მოედანი 2.

საკონტაქტო: 577624445

16 სექტემბერს, 14.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

16 სექტემბერს, 14:30 საათზე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე „სემეკის აუდიტორიას" გახსნის.

მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის ქუჩა N98 (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსი).

საკონტაქტო: ქეთი ბერიკაშვილი - 577 31 00 11.

16 სექტემბერს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ,ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება.

მის: გულუას ქ. N 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.

16 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით ონლაინ პლატფორმა გაიმართება, ბმულზე: https://undp.zoom.us/j/85208268128; Meeting ID: 852 0826 8128

თემა: „სპორტის სფეროში მოღვაწე პირთა ონლაინ ფორუმი - ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“!

16 სექტემბერს, 17:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ალბომის, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით" პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ხელისუფლებისა და საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: მ. აბდუშელიშვილის ქ. 1.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო