ნინო ლაცაბიძე - ჩვენი გუნდი ერთადერთია, რომელსაც კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ უნდა მოხდეს რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ, ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამის მესამე ნაწილი, სახელწოდებით - „რუსთავი მწვანე ქალაქი“ წარუდგინა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, მწვანე ქალაქის კონცეფცია, რუსთავში გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს აერთიანებს.

"ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ყველას გვინდა გვქონდეს სუფთა ჰაერი. სწორედ ჩვენმა გუნდმა, დღეს წარადგინა ხედვა და გეგმა თუ როგორ აპირებს მუნიციპალიტეტი იყოს ჩართული აქტიურ პროცესებში, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენი გუნდი ჯერჯერობით არის ერთადერთი, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს ეტაპობრივად ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. დღეს ჩვენ წარვადგინეთ ის პროექტები, რომელზეც სამომავლოდ ვაპირებთ მუშაობას “, - განაცხდა ჟურნალისტებთან საუბარში, რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილ კანდიდატებთან ერთად, საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების პრეზენტაცია ნინო ლაცაბიძემ სოციალურ საწარმო „კაფუნეში“ გამართა.

პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ხატია წილოსანი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და გარემოს დამცველებიც დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა