მიხეილ სარჯველაძე - თუ კუბილიუსი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას გაეცნობა და მაინც იმავეს იტყვის, ცოტა უხერხული იქნება

თუ გაეცნობა ბატონი კუბილიუსი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და მაინც იმავეს იტყვის, ეს, ჩემი აზრით, ცოტა უხერხული იქნება, მაგრამ, მე მგონია, რომ ნახავს კონსტიტუციას და სხვა შთაბეჭდილება და მოსაზრება გაუჩნდება აუცილებლად , - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომლის თანახმადაც თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ისინი ზეწოლას მოახდენენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

სარჯველაძის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ოცნება“ „გინდა გასულიყო, გინდა არ გასულიყო, მაინც ერთი და იმავეს მოაწყობს“ ოპოზიცია.

„მიშელი არ ყოფილა შეთანხმების მხარე, არც კუბილიუსი. საქმე რაშია იცით? ძალიან დიდი პატივისცემით კუბილიუსის მიმართ, მაგრამ მან შეიძლება არ იცოდეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და არც მოეთხოვება. ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ რაც გვმართებს ყველაზე მეტად ეს არის ჩვენი კონსტიტუციის ერთგულება, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მე ვფიქრობ, ამ ფონზე ცოტა არაკორექტულია ასეთი შეფასება.

ამ დოკუმენტით თუ ამ დოკუმენტის გარეშე ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც თვალი უჭირავს დესტაბილიზაციაზე გინდა ჰქონდეს ეს ხელშეკრულება, გინდა გასულიყო „ოცნება“ აქედან, გინდა არ გასულიყო, მაინც ერთი და იმავეს მოაწყობს. ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ გაკეთებული და გასაკეთებელი რამ, რასაც ცდილობს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი. ადამიანებს ჯოჯოხეთი უნდა გაატარონ მარტო იმიტომ, რომ საკუთარ ვნება დაიკმაყოფილონ ხელისუფლებაში მოსვლის. არ იმსახურებს ჩვენი მოსახლეობა ამას.

ხელისუფლება იბრძვის, რომ დესტაბილიზაციის, ადამიანების ინტერესებზე თავზე გადავლის უფლება არ მისცეს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც საკუთარი ინტერესი გაუხდია ყველა ყველაზე მაღალ ინტერესად“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ეთერში ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ისინი ზეწოლას მოახდენენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა