გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" - ხალხნო, ერთ ვერსიას მაინც ჩაეჭიდეთ და რაღაც ბოლომდე მაინც მიიყვანეთ -  ამ უსუსურობის ყურება უბრალოდ არის შეუძლებელი

ხალხნო, ერთ ვერსიას მაინც ჩაეჭიდეთ და რაღაც ბოლომდე მაინც მიიყვანეთ - ამ უსუსურობის ყურება უბრალოდ არის შეუძლებელი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მედიასთან განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებს მიმართა.

გიორგი გახარიამ ოცნების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ სჯობს მის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური პროპაგანდისტული კამპანიებიდან ერთი აირჩიონ და ის მიიყვანონ ბოლომდე, თორემ ახალ-ახალი კამპანიების წამოწყების ფონზე მათი უსუსურობა რთული საყურებელია.

„რამდენიმე ბინძური პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს - ერთი იყო, მოდით ნარკოტესტი ჩავაბაროთო და ესე ჰაერში გაისროლეს, მერე თავის ექსპერტებით და პროპაგანდისტული მანქანით - აი ასე, ნელ-ნელა, ირიბად მიუთითეს და ჩემი სახელი და გვარი აღმოჩნდა. ამის წინ იყო და სახელმწიფო გადატრიალება მზადდებაო და გახარია სახელმწიფოს ატრიალებდა მიშა სააკაშვილთან და პოლიციელებთანო - პოლიციელებს მიაყენეს შეურაცხყოფა. ახლა თურმე ეს ახალი რაღაც მოიგონეს. ნუ ხალხნო, ერთ ვერსიას მაინც ჩაეჭიდეთ და რაღაც ბოლომდე მაინც მიიყვანეთ - წარმოუდგენელია, აი ამ უსუსურობის ყურება უბრალოდ არის შეუძლებელი.“ - მიმართავს გიორგი გახარია „ოცნების“ ხელმძღვანელებს.

გახარიას თქმით, "ოცნების" ბოსები და სააკაშვილი ერთმანეთს ეხმარებიან.

„ამასთან ერთად, დღეს იყო ძალიან კარგი - აქედან დღევანდელი ოცნების ბოსები გამოვარდნენ და აქ ჩვენ სახელს და გვარებს აბრახუნებენ და იქითა მხრიდან მიშა სააკაშვილი გამოვარდა და ის იქედან კიდევ რაღაც სულელურ ნარატივს ავითარებს. ერთმანეთს ეხმარებიან“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა