აშშ და გაერთიანებული სამეფო ავსტრალიას ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას გაუზიარებენ

გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას იწყებენ, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენის აღსაკვეთად მოწინავე ტექნოლოგიების გაზიარებას ითვალისწინებს.

უსაფრთხოების საგანგებო პაქტის, Aukus-ის, ფარგლებში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დააანონსეს, რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფენ.

„Aukus– ის ფარგლებში ვიღებთ ვალდებულებას, დავეხმაროთ ავსტრალიას სამეფო ფლოტისთვის ბირთვული წყალქვეშა ნავების მოპოვებაში. ეს შესაძლებლობა ხელს შეუწყობს სტაბილურობას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და მხარს დაუჭერს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს,“- ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ავსტრალია ყველა ვალდებულებას როგორც არაბირთვული სახელმწიფო, ისე შეასრულებს.

ლიდერების თქმით, თავდაცვის პაქტი ორიენტირებული იქნება ასევე კიბერ შესაძლებლობებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და "დამატებით წყალქვეშა შესაძლებლობებზე".

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო