სომხეთში კორონავირუსის 764 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 764 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 19 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 075-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 251 323 პირი დაინფიცირდა. ქვეყანაში ამჟამად 11 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო