კახა კალაძე ჟურნალისტს - მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს, დაამძიმეთ, დაამძიმეთ - როცა გეუბნებიან, გადით, არ გაძლევთ ინტერვიუს, უნდა მიხვდეთ, თქვენ ხართ მოძალადეები

მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. დაამძიმეთ, დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რა კომენტარს გააკეთებს გუშინ ქარელში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.

კახა კალაძის თქმით, „მთავარი არხის“ ოპერატორი მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა.

„არასერიოზულად იქცევით, ბიჭი უკან-უკან მიდიოდა, იღებდა და ეს დაემართა. ჩემი თანდასწრებითაც ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ოპერატორები იღებენ, უკან-უკან მიდიან. მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ გადააგდეს. როდესაც გეუბნებიან, გადით, არ გაძლევთ ინტერვიუს, უნდა მიხვდეთ და გახვიდეთ. უნდა დაიცვათ ადამიანის უფლებები. თქვენ ძალადობთ და ხართ მოძალადეები.

მე თუ გეტყვით, რომ არ მაქვს სურვილი, რომ მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და გაჩერდეთ. რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე? ძალადობას ამართლებთ თქვენ მთელი ეს წლებია. თქვენ ხართ პირველები, ვინც ქვეყანაში აღვივებს შუღლს, ძალადობას. თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის ფუძე და საძირკველი ხართ თქვენ“, - აღნიშნა კალაძემ.

როგორც კალაძემ განაცხადა, ოპოზიციური ძალები ამ ინციდენტს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ, რადგან „ამ ადამიანებს არ აწყობთ მშვიდი საარჩევნო გარემო“.

ცნობისთვის, ქარელში "ქართული ოცნების" შტაბში "მთავარი არხის" ოპერატორი, ლევან აბლოთია დაშავდა. "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. "ქართულ ოცნებაში" აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი "კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა