იაგო ხვიჩია - დიპლომატების თვალთვალით საერთაშორისო სკანდალში ვართ გახვეული და ამას არავინ უპასუხოდ არ დატოვებს

საერთაშორისო სკანდალში ვართ გახვეული დიპლომატების თვალთვალით და ამას არავინ უპასუხოდ არ დატოვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან" გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ის ხალხი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული “მორალურად უნდა გასამართლდნენ".

"ის ხალხი, რომელმაც ქვეყანა შარში გახვია, უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი ამაზე. მე ამ სასამართლოთი არავის დაჭერას არ ვითხოვ, მაგრამ ეს ხალხი მორალურად უნდა გავასამართლოთ და სასჯელი უნდა იყოს მორალური, შეიძლება უფრო მძიმეც, ვიდრე პატიმრობა. უნდა გამოვდოთ ამ ადამიანების სახელი და გვარები, ვინც ჩვენს „ტრუსიკებში“ ცხვირით ძვრებოდნენ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა