კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, გელათის სამონასტრო კომპლექსს დამატებითი ვიზიტით იტალიელი ექსპერტი ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს რიგით მეორე ვიზიტით ეწვია UNESCO-ს ექსპერტი, რომელიც გელათში 23-30 ივნისს იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, UNESCO-ს ექსპერტის საქართველოში ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგი და არსებული მდგომარეობის შედარება ივნისში არსებულ მდგომარეობასთან, ასევე, მარტის თვეში ქართველი სპეციალისტების მიერ განხორციელებული სატესტო ჩარევების შედეგების შეფასება და საკულტო ნაგებობის კედლის ფერწერის 5 ახალგაზრდა ქართველი რესტავრატორის ტრენინგი.

„საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები: მარიო პულიერი, ვინჩენცო ჩენტანი; ძეგლის გადახურვის სპეციალისტები: უგო ტონიეტტი, სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში არსებული მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნები, რომლებშიც გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა არის შეფასებული და შესაბამისი რეკომენდაციებია გაცემული. სწორედ ამ დასკვნებზე დაყრდნობით და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით მუშავდება სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც შედგენისთანავე გახდება საჯარო.

როგორც სახურავთან, ასევე ფერწერასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, გელათს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტი ეწვევა, რომელიც პროფესიით კლიმატოლოგია. მისი მისიაა, სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დაყენებული სენსორების მონაცემების დეტალური შესწავლა და სახურავის არქიტექტორ-რესტავრატორებისათვის პროფესიონალური ინფორმაციის მიწოდება. ეს ყოველივე კი აუცილებელია იმის შესაფასებლად, ახდენს თუ არა ამჟამინდელი სახურავი, მისი მოწყობის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, მავნე ზეგავლენას ტაძარში არსებულ კლიმატზე და შესაბამისად კედლის ფერწერაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება