დიმიტრი პესკოვი - ევროპარლამენტის ანგარიშის არსს რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ მხოლოდ მწუხარების გამოწვევა შეუძლია

ევროპარლამენტის ანგარიშის არსს რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ მხოლოდ მწუხარების გამოწვევა შეუძლია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"საუბარი არ არის დიალოგის დამყარების აუცილებლობაზე, არსებული პრობლემებისა და უთანხმოებების გადასაჭრელად სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა არხებით კომუნიკაციის გზით", - აღნიშნა პესკოვმა.

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ახალ სტრატეგიას ეხება. ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა ჩამოაყალიბოს ალიანსი შეერთებულ შტატებსა და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, რათა დაუპირისპირდეს მსოფლიო დემოკრატიის შესუსტებისა და ევროპული პოლიტიკური წესრიგის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას. ამასთან, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს, არ აღიაროს რუსეთის პარლამენტი, თუკი რუსეთის 2021 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა