შვედეთში 12-15 წლის ასაკის ბავშვებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან

შვედეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 12-15 წლის ასაკის ბავშვებსაც შესთავაზებენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფვენმა განაცხადა, რომ სქემა მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 80%-ზე მეტს ვაქცინის ერთი დოზა უკვე გაკეთებული აქვს, სრულად ვაქცინირებული კი ამ ასაკის მოსახლეობის 75%-ია.

12 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაწყებულია. ევროპულ ქვეყნებში, დანიასა და ესპანეთში ბავშვების უმეტესი ნაწილი ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით უკვე აცრეს. 12-15 წლის ასაკის მოქალაქეებში ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს გაერთიანებულ სამეფოშიც, სადაც ვაქცინას, უახლოეს მომავალში, ამ ასაკის ყველა ბავშვს სკოლებში შესთავაზებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს