ზურაბ აბაშიძე - მინდა, ჩვენი გუნდის ინიციატივით რაიონის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები თითოეულ ოჯახზე აისახოს

თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარობის დეპუტატი ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ამჯერად მან შეხვედრა გუნიას ქუჩაზე გამართა და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

„მინდა, ჩვენი გუნდის ინიციატივით განხორციელებული პროექტები და რაიონის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები თითოეულ ოჯახზე აისახოს. ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის ადგილობრივი მცხოვრებლების მხარდაჭერა და გამარჯვების შემდეგ ვაპირებ, ყოველდღიურად ვიზრუნო მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება ადგილობრივ მცხოვრებლებთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგულარულად გააგრძელებს, რადგან, მისი თქმით, უშუალოდ მათთან საუბრისას იკვეთება ყველაზე რეალური სურათი რაიონში არსებულ გამოწვევებთან მიმართებით.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი და საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლევან აბაშიძე ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა