მარია ზახაროვა - რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სწრაფ პასუხს ელოდება

მოსკოვმა ბაქოსა და ერევანს გადასცა საკუთარი ვარაუდები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ და მათზე სწრაფ პასუხს ელოდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არსებულ ვითარებას.

ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მხარე განაგრძობს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთობლივ ძალისხმევას რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვაზე 2020 და 2021 წლების უმაღლეს დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში.

მისივე თქმით, მოსკოვი და ბაქო კონტაქტში არიან მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა