ნიკა მელია - საუბარი იმაზე, რომ მელიასა და გახარიას შორის კომუნიკაცია არსებობს და ალიანსი აქვთ, ბავშვს არ სჯერა

მთელს ქვეყანაში ყველამ იცის, რომ ვინმე თუ არის ჩემთვის მიუღებელი და ვინმე თუ არის გახარიასთვის მიუღებელი პოლიტიკურ სპექტრში ვართ ერთმანეთი , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული" საქართველოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ალიანსი.

მისი თქმით, გიორგი გახარიას კისერზე ძალიან ბევრი პოლიტიკური ცოდვაა.

“მთელს ქვეყანაში ყველამ იცის, რომ ვინმე თუ არის ჩემთვის მიუღებელი და ვინმე თუ არის გახარიასთვის მიუღებელი პოლიტიკურ სპექტრში, ვართ ერთმანეთი. სანამ ეს ბატონი არ მეტყვის, რატომ მოკლეს ია კერზაია, რა მოხდა 20 ივნისს და ა.შ. საუბარი იმაზე, რომ მელიასა და გახარიას შორის კომუნიკაცია არსებობს და ალიანსი აქვთო, ბავშვს არ სჯერა. ბატონი გახარია ჩემთვის არის ადამიანი, რომლის კისერზეც არის ძალიან ბევრი პოლიტიკური ცოდვა, სისხლია დაღვრილი ახალგაზრდების ამ ადამიანის მიერ, თვალებია დათხრილი ამ ადამიანის მიერ და კობახიძე, როდესაც გამოდის და ამას ამბობს, ვერ ითვალისწინებს მთავარს, რომ ამ წლების განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ შეიტყო და რაც არ უნდა თქვას მან, არავინ არ უსმენს და არავინ უჯერებს”, - განაცხადა მელიამ.

ის ასევე, გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, გიორგი გახარიას ნარკოტესტის საკითხზე, ნიკა მელიამ სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ კობახიძე ცდილობს, რაღაცნაირად საეთერო დრო შეავსოს და სისულელეს საუბრობს.

ნიკა მელია სოლიდარულია ქართული საზოგადოების მიმართ. მე ვერ შევიდოდი შეჯიბრობითობაში, ბატონი გახარიასა და კალაძეს შორის ნარკოურთიერთობებში და ასეც მოვიქეცი. რას საუბრობს ბატონი კობახიძე აბსოლუტურად უინტერესოა და საერთოდ არაფერს ნიშნავს და არავის დააინტერესებს კობახიძის განცხადება 2 ოქტომბრის შემდეგ, ამაშიც დარწმუნებული ვარ. კობახიძე ცდილობს რაღაცნაირად საეთერო დრო შეავსოს, რამე ხომ უნდა თქვას და ეს რამე არის, რომ არიან მოძალადეები, უნდა თქვან, რომ 54 000 ფაილი საეკლესიო პირების მიმართ უკანონოდ არის მოპოვებული, ჟურნალისტებს ვცემთ, კრიმინალი ზეიმობს - ამ ყველაფერს აღიარება სჭირდება, ამას ვერ ამბობენ და ამიტომ საუბრობენ სისულელეს. დიაგნოზი დასმულია, რეჟიმი არის გაშიშვლებული, რეალური სახე მანკიერება - უკვე ცნობილია, მათი დეფექტი ზედაპირზე დევს და ნუღარ გვიკვირს როგორ იქცევა ბატონი კობახიძე, ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი კალაძე. ამხელა უბედურება დაატყდა ქვეყანას, 54 000 ფაილი სასულიერო პირებზე არის უკვე ჟურნალისტების ხელში და გამოდის ბატონი კალაძე და სოლიდარობას უცხადებს სუს-ს. მე მგონი ნათელი არის რას და ვის ვებრძვით”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა