მარია ზახაროვა - მოსკოვი აშშ-ის მიერ რუსეთის საარჩევნო პროცესში ჩარევას აკვირდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი რუსეთის არჩევნებში აშშ-ის ჩართულობას აკვირდება.

რუსი დიპლომატის თქმით, წლების განმავლობაში ვაშინგტონისგან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სამართალდამცავი ორგანოებისგან რუსეთის მიმართულებით ისმოდა ბრალდებები, რომ ისინი ამერიკის არჩევნებში ერეოდნენ.

,,ყოველ ჯერზე, ჩვენ ვითხოვდით დამადასტურებელ ფაქტს, მონაცემს, რომელსაც მოგვაწვდიდნენ. ამჟამად, ვადამდელი კენჭისყრის პროცესით ვართ დაკავებულები. ხმის მიცემის ძირითადი ნაწილი კი ხვალ დაიწყება და ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აშშ-ს ჩართულობას ამ პროცესებში“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 სექტემბერს აშშ-ს ელჩი მოსკოვში ჯონ სალივანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან შეხვედრაზე დაიბარა. სამინისტროს ცნობით, რუსმა დიპლომატმა, აშშ-ს წარმომადგენელს მიაწოდა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მათი ტექნოლოგიური გიგანტები წინასაარჩევნოდ რუსეთის კანონს არღვევდნენ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა დაუშვებელია.

რუსეთის დუმის არჩევნები 19 სექტემბერსაა დანიშნული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს