ლიეტუვა მიგრანტების შესაჩერებლად, ბელარუსთან საზღვრის 100-კილომეტრიან მონაკვეთზე ღობეს მოაწყობს

ლიეტუვას ხელისუფლება წლის ბოლომდე, ბელარუსთან საზღვარზე 100 კილომეტრის სიგრძის ეკლიან ღობეს ააშენებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მონაკვეთი ქმნის გაცილებით დიდ დაძაბულობას საზღვრის მაკონტროლებელი სამსახურებისთვის.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ კი განაცხადა, რომ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ამ სამუშაოებისთვის დამატებითი ძალები გამოყონ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსთან საზღვარზე არალეგალური მიგრაციის ზრდასთან ერთად, ლიეტუვამ გადაწყვიტა მთლიანად 502 კილომეტრის მონაკვეთზე ეკლიანი ღობე ააშენოს.

ბოლო მონაცემებით, მხოლოდ წელს ბელარუსიდან ლიეტუვაში 4.1 ათასი მიგრანტი გადავიდა, რომელთა დიდი ნაწილი ერაყიდან იყო.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს