ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს, სოფელ დაგვასა და ქვედა სამებაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ორი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

მისივე განცხადებით, ქობულეთში მდინარე აჭყვას წყლის დონის მატების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასოფლო - სამეურნეო მიწები დაიტბორა. ადგილზე ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან.

"წვიმის შედეგად, სოფლებში მეწყრული პროცესები განვითარდა. საერთო ჯამში სოფლებიდან 19 შეტყობინება შემოვიდა. მეწყრული პროცესები როგორც გზებზე, ასევე საცხოვრებელ სახლებთან დაფიქსირდა. ძირითადად მეწყერი გზებზე არის ჩამოწოლილი. უსაფრთხოების მიზნით, სოფელ დაგვასა და ქვედა სამებადან ორი ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო. ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან.

ამასთან, მომატებულია მდინარე აჭყვის წყლის დონე, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე სახლებისა და საყანე მიწების დატბორვა გამოიწვია.

ქალაქის ტერიტორიას რაც შეეხება, საგანგაშო არაფერია, ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი თანამშრომლები მობილიზებული არიან ყველა ლოკაციაზე”, - აცხადებს ქობულეთის მერი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში