სომხეთმა აზერბაიჯანს, რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და რასობრივ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სარჩელში სომხური მხარე ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანი სომხების რასობრივ დისკრიმინაციას ათწლეულების განმავლობაში ახდენდა, რაც არღვევს „საერთაშორისო კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის ხელმომწერები არიან როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანმა სომეხი სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაკავებული პირების მკვლელობაში, წამებასა და სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებაში მონაწილეობას 10 ნოემბრის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგაც, გააგრძელა.

„სომხეთი სთხოვს სასამართლოს, დააკისროს აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილ დარღვევებზე მომავალში ზიანის თავიდან ასაცილებლად და უკვე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად,” - ნათქვამია სარჩელში.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც გაეროს სასამართლოა, სასამართლომ პირველ რიგში უნდა დაადგინოს აქვს თუ არა მას იურისდიქცია ამ საქმეზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო