ჯუანშერ ბურჭულაძე პირველ ქვეით ბრიგადაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად ახლად გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა, სადაც შეიცვალა სახურავი, შეიღება ფასადი, განახლდა გათბობის სისტემა და მოწესრიგდა სველი წერტილები.

პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სრულად გარემონტდა შტაბის შენობაც, მოეწყო მართვის ცენტრი, გამწვანდა და კეთილმოეწყო ბრიგადის გარე ტერიტორიაც, სადაც ახალი სარწყავი სისტემა დამონტაჟდა.

ქართველი სამხედროებისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება.

აღნიშნული პროცესი გრძელდება და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა