Google-მა და Apple-მა ალექსეი ნავალნის აპლიკაცია, რომელიც „ჭკვიანი ხმის მიცემის“ ფუნქციას შეიცავს, Google Play-დან და App Store-დან ამოიღო

ალექსეი ნავალნის აპლიკაცია, რომელიც „ჭკვიანი ხმის მიცემის“ ფუნქციას შეიცავს, App Store– დან და Google Play-დან გაქრა, - ამის შესახებ ნავალნის გუნდის წარმომადგენელმა განაცხადა.

მათი განმარტებით, აპლიკაციის გამოყენებას ტაქტიკური კენჭისყრის ორგანიზებისთვის გეგმავდნენ, რაც რუსეთის მმართველ პარტიას დარტყმას მიაყენებდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ Google-სა და Apple-ს აპლიკაციის ამოღება მოსთხოვა და განაცხადა, რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევად აღიქმებოდა.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთში რუსეთის საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი 3 დღის განმავლობაში, 19 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა