შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 1-ელი სექტემბრიდან დღემდე გამოვლენილია 13 დარღვევა, აქედან 7 უკავშირდება „ოცნების“ საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას, 2 სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს, ერთი - მუქარას

„ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიამ 1-ლი სექტემბრიდან დღემდე „ქართული ოცნებისა“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ მიმართული 13 დარღვევა გამოავლინა. როგორც პაპუაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 13 დარღვევიდან 7 მმართველი გუნდის საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას ეხებოდა.

„ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ. 2021 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ჩვენ მიერ გამოვლენილია 13 დარღვევა, აქედან 7 უკავშირდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას; 2 არის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი; 2 ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; 1 მუქარა; 1 „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული ცესკოს წევრის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. ხაზს ვუსვამთ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრად მოხდეს ყველა პოლიტიკური ძალის საქმიანობაზე დაკვირვება, ხოლო ანგარიშში მოყვანილი შემთხვევები ეფუძნებოდეს ფაქტებს და არა მხოლოდ მონაყოლს ან აღქმებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, სხვა წყაროებთან ერთად, ხშირად ეყრდნობიან, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშრებით, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა