გიორგი ნონიაშვილი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “იმედს”, გაუშვან ჩვენი პოლიტიკური რეკლამა და შეასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ტელეკომპანია “იმედს”, გაუშვან ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამა და შეასრულონ მათ მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის ნაწილის კანდიდატმა ჩუღურეთში, გიორგი ნონიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნათლად აჩვენებს იმას, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რამდენად დამაზიანებლად მოქმედებს ხელისუფლება და მათთან აფილირებული მედიასაშუალებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

„მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტელეკომპანია “იმედმა” არ გაუშვა ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო კლიპი და მოტივი ამ შემთხვევაში იყო შეურაცხმყოფელი კონტექსტი. ისინი ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ შეურაცხმყოფელი კონტენტის შემცველი საარჩევნო კლიპის გაშვებას საკუთარ ეთერში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივმართეთ კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას, საჩივარი შევიტანეთ და მივიჩნევდით, რომ ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო, უფასო პოლიტიკური რეკლამა, სრულად იყო თავსებადი სიტყვის თავისუფლებასთან და არ არღვევდა არცერთ საკანონმდებლო ნორმას, მათ შორის არც საარჩევნო კოდექსის დებულებებს.

მარეგულირებელმა კომისიამ ამასთან დაკავშირებით იმსჯელა და სამართალდარღვევად სცნო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩვენი რეკლამის დაბლოკვა. მარეგულირებელი კომისიის ეს დასკვნა დაადასტურა ამავდროულად სასამართლომ და „იმედს“ დააკისრა 5000-ლარიანი ჯარიმა. მიუხედავად ამისა, გავიდა 2 დღე და ტელეკომპანია კვლავ არ უშვებს ჩვენ არცერთ უფასო პოლიტიკურ რეკლამას. ჩვენ ჯერ პირველი უფასო პოლიტიკური რეკლამა წარვუდგინეთ, შემდეგ მეორე, თუმცა არცერთ მათგანს ტელეკომპანია „იმედი“ არ უშვებს. ის მაინც უტიფრად არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებებს .

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათ სტრატეგიულად ურჩევნიათ ჯარიმების გადახდა და ჩვენი რეკლამების დაბლოკვა იმიტომ, რომ მათ ეს უღირთ, რადგან ეს ყველაფერი შედის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, რომელსაც პირდაპირ ტკენს ჩვენი პოლიტიკური რეკლამა.

ჩვენი აზრით, მათ შორის გამოკვეთილია ერთ-ერთი პასაჟი, რომელიც არის ცნობილი ფოტო-სურათი ჰონეკერისა და ბრეჟნევის შანსი. ამ შემთხვევაში, პუტინი და ივანიშვილი როგორ კოცნიან ერთმანეთს. სწორედ აქედან გამომდინარე, არ აჩვენებს „იმედი“ ეთერში. ეს ნათლად აჩვენებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თუ რამდენად დამაზიანებლად მოქმედებს ხელისუფლება და მათთან აფილირებული მედიასაშუალებები პოლიტიკური ოპონენტებისადმი, რამდენად ცდილობენ მათ დაზიანებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ტელეკომპანია „იმედს“, გაუშვან ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამა და შეასრულონ მათ მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნონიაშვილმა.

შეგახსენებთ, სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ სარჩელი ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვის შესახებ დააკმაყოფილა და არხს 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა