მიშა მშვილდაძე - დიდი ხანია შემოთავაზება გვაქვს, რომ მოეწოდებინათ კადრები, რომლის მიმართაც მაღალი საჯარო ინტერესი იქნებოდა, მაგრამ მის გავრცელებაზე დიდი ხანია უარს ვამბობთ

თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება. დღეს გამომძიებლების შეკითხვებს "ტელეკომპანია" ფორმულას თანამშრომელმა მიშა მშვილდაძემ უპასუხა.

როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შედეგ მშვილდაძემ განაცხადა, კითხვები ფარული ჩანაწერების გავრცელების წყაროს ეხებოდა.

„კითხვები ეხებოდა იმას, საიდან გავიგე ამ ფაილების შესახებ, ან ხომ არ ვიცოდი ვისგან გავრცელდა, ან ჩვენმა ტელეკომპანიამ საიდან მიიღო. ამის თაობაზე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, რადგან სამსახურეობრივად შეხება არ მაქვს ამ ტიპის საკითხებზე ტელეკომპანია "ფორმულას" სახელით. აგრეთვე, კითხვა ეხებოდა იმას, ვფიგურირებდი თუ არა თვალთვალის ობიექტებს შორის და ვუთხარი, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არა. თუმცა, ჩანაწერებში ორგან ჩემი სახელი და გვარი ფიგურირებს. ასევე, აინტერესებდათ ის ამბავი, რაც ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ვთქვი, რომ გარკვეული შემოთავაზება მქონდა მიღებული საკმაოდ დიდი ხნის წინ იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა ჩემთვის მოეწოდებინათ ისეთი კადრები, რომლის მიმართაც საჯარო ინტერესი მაღალი იქნებოდა. ეს კადრები სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ეხებოდა, ამიტომ მე, როგორც პასუხისმგებლიანი მედიის წარმომადგენელმა უარი განვაცხადე ამის მიღებაზე. მდინარაძემ ბრიფინგზე დააანონსა, რომ კადრების გავრცელება იგეგმებოდა, მისი აღწერა გამახსენდა ჩემ შემოთავაზებაზე, მინდოდა საზოგადოებას სცოდნოდა, თუ ეს კადრები გავრცელდებოდა, როგორც მდინარაძემ მედიას დაგვაბრალა, ასე არ გამოსულიყო. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს შემოთავაზება დიდი ხანია გვაქვს და ჩვენ დიდი ხანია უარს ვამბობთ, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს დაცვა",- განაცხადა მშვილდაძემ.

პროკურატურაში ჩვენებას რამდენიმე წუთში ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ინწკირველი მისცემს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა