ლევან ბეჟაშვილი - პარლამენტს მოვუწოდებთ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაჩქარება არ მოხდეს

პარლამენტს მოვუწოდებთ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაჩქარება არ მოხდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, თუკი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტი გადაწყვეტილებას ადგილობრივ არჩევნებამდე, რიგგარეშე სხდომის ფარგლებში მიიღებს, ცალსახა იქნება, რომ "ქართულ ოცნებას" განზრახული აქვს ოპოზიციის მთავარი ლიდერისა და მერობის კანდიდატისთვის დაჩქარებული წესით უფლებამოსილების შეწყვეტა.

"ბუნებრივია, აქ პოლიტიკური მდგენელი გამოვლინდება. რეგლამენტის გათვალისწინებით, არჩევნებამდე პარლამენტის სხდომები არ ტარდება. ჩვენი მოთხოვნაა, საკითხის განხილვა არჩევნების შემდგომ მოხდეს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკა მელიას წერილობითი განცხადება განიხილა, მისი ნამდვილობა დაადგინა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა