ისრაელში ჩატარებული კვლევა - პირები, რომლებმაც „ბუსტერ“ დოზა მიიღეს, ვირუსის გართულებისგან 20-ჯერ მეტად არიან დაცულები

პირები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-3, იგივე „ბუსტერ“ დოზა მიიღეს, ვირუსის გართულებისგან 20-ჯერ მეტად არიან დაცულები, ხოლო დაინფიცირებისგან 10-ჯერ, - ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მკვლევარებსა და ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, ვაქცინის მე-3 დოზის მიღებიდან 12 დღის შემდეგ, ინფიცირების რისკი 11.3-ჯერ ნაკლები იყო იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც მესამე დოზა არ მიუღიათ. გამოცემის ცნობით, კვლევაში მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

შეგახსენებთ, ისრაელი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ვაქცინის მესამე დოზით აცრის კამპანია დაიწყო. ბოლო მონაცემებით, „ბუსტერ“ დოზით ქვეყანაში 3 მილიონამდე ადამიანი აიცრა.

იხილეთ ვიდეო:ისრაელში ჩატარებული კვლევა - პირები, რომლებმაც „ბუსტერ“ დოზა მიიღეს, ვირუსის გართულებისგან 20-ჯერ მეტად არიან დაცულები

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება