უზბეკეთის პრეზიდენტი ქვეყნებს ავღანეთის აქტივებზე ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდებს

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი ქვეყნებს თავიანთ ბანკებში ავღანეთის გაყინულ აქტივებზე ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდებს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) შეხვედრაზე მირზიოევმა, რომლის ქვეყანა ავღანეთს ესაზღვრება, ბლოკს, ექსტრემიზმის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, „თალიბანთან“ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ავღანეთის ქონებაზე ყადაღის მოხსნა ხელს შეუწყობს ამ მიზნების მიღწევას.

”ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, გთავაზობთ, განიხილოთ უცხოურ ბანკებში ავღანეთის ანგარიშებზე ყადაღის მოხსნა,“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც შეხვედრაში მონაწილეობა ვიდეო კავშირის საშუალებით მიიღო, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, ქაბულთან კონტაქტების დამყარებისკენ მოუწოდა, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებზე არ უსაუბრია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა