სლოვაკეთში კორონავირუსის 902 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილის შემდეგ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

სლოვაკეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 902 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის აპრილის შუა რიცხვების შემდეგ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩატარებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 10%-მდე გაიზარდა. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში სლოვაკეთში კოვიდ 19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ კი 275 შეადგინა.

მედიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ სლოვაკეთში ვაქცინაციის შედარებით დაბალი დონის გამო ქვეყანა მომავალი თვეების განმავლობაში სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ცნობისათვის, სლოვაკეთში, სადაც დაახლოებით 5.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებულია მთელი მოსახლეობის 42%.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა