რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე - ონლაინ ხმის მიცემის პროცესზე კიბერშეტევების ნახევარი აშშ-დან მოდის

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, პლატფორმა, რომელიც ონლაინ ხმის მიცემისთვის გამოიყენება, კიბერშეტევებს განიცდის და მათგან ნახევარზე მეტი აშშ-სგან მომდინარეობს.

„ჩვენი ვებ-გვერდი, რომელიც ონლაინ ხმის მიცემისთვის გამოიყენება, თავდასხმის ობიექტი გახდა. შემთხვევების 50% აშშ-დან, 25% გერმანიიდან, 20-სამხრეთ კორეიდან, ხოლო 5% კი ჩინეთიდან მოდის“, - განაცხადა ელა პამფილოვამ.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კიბერშეტევების რაოდენობა იზრდება საჯარო მომსახურების ვებ-გვერდზეც. მისი თქმით, ეს არის ერთგვარი მტკიცებულება, რომ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება და რუსეთის არჩევნები უამრავი ქვეყნის ინტერესის საგანია.

რუსეთის ფედერაციაში ხმის მიცემის პროცესი დღეს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება. 16 სექტემბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსეთის არჩევნებში აშშ-ის ჩართულობას აკვირდება. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა დაუშვებელია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს