საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები კონსულტაციისთვის გაიწვია

საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები კონსულტაციისთვის გაიწვია, რისი მიზეზიც ავსტრალიას, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების საგანგებო პაქტის მიღება გახდა. BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პაქტის მიღების შემდეგ ავსტრალიამ გადაწყვიტა საფრანგეთისგან წყალქვეშა ნავები აღარ შეიძინოს.

ემანუელ მაკრონამდე უსაფრთხოების საგანებო პაქტის მიღებას გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი. მან შეთანხმებას საფრანგეთისთვის ზურგში დანის დარტყმა უწოდა. 15 სექტემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფენ.

მხარეების მიზანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენა აღკვეთონ. აღსანიშნავია, რომ პაქტი აუქმებს ბირთვული ენერგიის წყალქვეშა ნავების მიწოდებაზე ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის გაფორმებულ 40 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო