სომხეთში კორონავირუსის 1 011 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 16 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 011 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 16 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 117-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 253 093 პირი დაინფიცირდა.

ქვეყანაში ამჟამად 12 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა