მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თვდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასკვნით წვრთნებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, მისი მოადგილე და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური დაესწრნენ.

„ საარტილერიო ქვედანაყოფმა საველე სწავლება ბატალიონის დონის შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებით განახორციელა. საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მიზიდული იყო 34-ე საარტილერიო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამავე ბატალიონის ავტოტექნიკა, ჯავშანტექნიკა და შეიარაღება. საველე სწავლების ფარგლებში დაიხვეწა როგორც სამხედროების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, აგრეთვე ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა