ჯუანშერ ბურჭულაძემ მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, აღმოსავლეთის სარდალთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის ტერიტორია დაათვალიერა.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ახალი ყაზარმის მშენებლობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. აღნიშნული პროცესი გრძელდება და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა