ავსტრალიის პოლიციამ „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო აქციებზე 270-მდე პირი დააკავა

ავსტრალიის პოლიციასა და „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო არასანქცირებული აქციების მონაწილეებს შორის მელბურნსა და სიდნეიში შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პოლიციამ მელბურნში 235, სიდნეიში კი - 32 დემონსტრანტი დააკავა.

ავსტრალია, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას ივნისის შუა რიცხვებიდან ებრძვის.

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვიქტორიაში, ახალ სამხრეთ უელსსა და კანბერაში არსებული შეზღუდვების უმეტესობა ძალაში დარჩება მანამ, სანამ 16 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის სულ მცირე 70% სრულად არ იქნება აცრილი, რაც ვაქცინაციის ამჟამინდელი ტემპის საფუძველზე, შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გახდეს შესაძლებელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა