„თალიბანმა“ ქალების საქმეთა სამინისტრო სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროთი ჩაანაცვლა

„თალიბანმა“ ქვეყანაში ქალების საქმეთა სამინისტრო დახურა და ის სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროთი ჩაანაცვლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალების საქმეთა სამინისტროს შენობაზე აბრა უკვე ჩამოხსნეს და ახალი სამინისტროს აბრით შეცვალეს.

BBC-ი წერს, რომ სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო 1990-იან წლებში, ავღანეთში „თალიბების“ მმართველობის პერიოდში, მკაცრ ისლამურ წესებს და ქალებზე მკაცრ შეზღუდვებს ახორციელებდა.

"მთავარი მიზანია ისლამის მსახურება. ამიტომ, სათნოებისა და მანკიერების სამინისტრო აუცილებელია", - განაცხადა „თალიბანის“ ერთ-ერთმა წევრმა, მუჰამედ იუსუფმა.

ავღანელმა ქალებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევის შედეგად გარკვეული ძირითადი უფლებების მოპოვება შეძლეს, თუმცა ახლა, „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდების შემდეგ გაჩნდა შიში, რომ ქალები ამ მონაპოვარს დაკარგავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს