რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია - არჩევნების პირველ დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 16.85% იყო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ ხმის მიცემის პირველ დღეს 16.85% შეადგინა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, წლევანდელ არჩევნებში ონლაინ ხმის მიცემის გზით მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულმა ამომრჩევლების 60% -ზე მეტმა არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო, მათ შორის ამ წესით ხმა მისცა იზოლაციაში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ასევე პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხმის მიცემას ონლაინ გეგმავენ, 2.6 მილიონს აჭარბებს. გარდა ამისა, რუსეთსა და საზღვარგარეთ წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა 260 000-მა მოქალაქემ.

„საერთო ჯამში, არჩევნებში მონაწილეობა რუსეთის დაახლოებით 19.6 მილიონმა მოქალაქემ მიიღო,“- აცხადებენ რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

შეგახსენებთ, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი გუშინ დაიწყო. არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 5% -იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

აღსანიშნავია, რომ ეუთომ რუსეთში სადამკვირვებლო მისია არ გააგზავნა. რუსეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის საბაბით არჩევნების მონიტორინგში ჩართული საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობაზე შეზღუდვა დააწესა, რის შემდეგაც ეუთომ დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი განაცხადა. ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელმა მატეო მეკაჩიმ განმარტა, რომ მათთვის გადამწყვეტია დამოუკიდებლად განსაზღვრონ დამკვირვებლების საჭირო რაოდენობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა