ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ის ფურცლები, რომელსაც  „ნაციონალური მოძრაობა“ გახარიასთან ერთად“ აფრიალებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის ზოგადად, უინტერესოა და გაუგებარია ის ფურცლები, რომელსაც „დღეს აფრიალებს „ნაციონალური მოძრაობა“ გახარიასთან ერთად“. ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს ფარული ჩანაწერების იმ ნაწილს, სადაც თეა წულუკიანი მას არაადეკვატურს უწოდებს.

„რა კომენტარი უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით, არც ვიცი. არეულია ტყუილ-მართალი და უბედურება, სისულელე. ამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება არ მგონია რელევანტური “, - აღნიშნავს კობახიძე.

შეგახსენებთ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა