მხატვარი ლუკა ვადაჭკორია ლუქსემბურგის საერთაშორისო artfair-ში მონაწილეობს

ლუქსემბურგის დედაქალაქში ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა გაყიდვა art3f luxembourg მიმდინარეობს. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას დასავლეთ ევროპაში. წლევანდელ მიმდინარე ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ მხატვრებს შორის მონაწილეობას იღებს ქართველი მხატვარი ლუკა ვადაჭკორია.

გამოფენა გაყიდვა ყოველწლიურად იმართება ლუქსემბურგში, საფრანგეთში, ბელგიასა და მონაკოში.

ლუკა ვადაჭკორიამ 2009 წელს დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მის მიერ შექმნილი ექსპრესიული და სურეალისტური ნამუშევრები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კერძო კოლექციებშია დაცული. ფერწერული ტილო "ჯაზი" საქართველოს, თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის საკუთრებაა. ლუკა ვადაჭკორია მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე ოთხი ნამუშევრით არის წარმოდგენილი.

3 დღიანი გამოფენა ლუქსემბურგში 19 სექტემბერს 18:00 საათზე დასრულდება.

მომავალი წლის აპრილში ლუკა ვადაჭკორია კოპენჰაგენის საერთაშორისო გამოფენაზეა მიწვეული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო