აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 042 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2 042 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსთან ბრძოლის საოპერაციო შტაბის ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით 29 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყების დროიდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 470 985 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ვირუსისგან 430 717 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 280 კი - გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7.9 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს. სრულად ვაქცინირებულია 3.3 მილიონზე მეტი მოქალაქე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა