Bloomberg- მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.85 მილიარდი დოზა გამოიყენეს, დღეში საშუალოდ 31.1 მილიონი ადამიანი იცრება

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.85 მილიარდი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 31.1 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 38.1%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.1 მილიარდს გადააჭარბა.

ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 772 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 552 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 383 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 62.4% აიცრა, აშშ-ში 54.2%, ჩინეთში კი - 69.3%.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო