გიორგი გახარია ღარიბაშვილის განცხადებაზე - რა დესტრუქცია, რის დესტრუქცია? შეშინებული, ფანტაზიაზე გადასული ქვეყნის პირველი პირი რაღაცას ბოდიალობს

რა დესტრუქცია, რის დესტრუქცია? ეს როგორ წარმოგიდგენიათ, ხალხო? შეშინებული, ფანტაზიაზე გადასული ქვეყნის პირველი პირი რაღაცას ბოდიალობს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, მისი პარტია არჩევნების შემდეგ პარლამენტიდან გავიდეს და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად „დესტრუქციულ ქმედებაში“ მიიღოს მონაწილეობა.

გახარიას განმარტებით, ასევე მიუღებელია ღარიბაშვილის მიერ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შეფასება.

„ის ასე საუბრობს პოლიციელებზე - ადამიანებზე, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავენ. ის გაჭედილია, რადგან ვერ გაუგია, ორი დღის წინ ფეხებს აბაკუნებდა, რომ თურმე, არჩევნების შემდეგ ჩვენ ყველას დავსჯითო. სრული გაუგებრობაა. უბრალოდ, რასაც მე ვუყურებ, ეს ყველაფერი სახიფათოა, ამიტომ ყველამ წყნარად, მშვიდად უნდა გავაკეთოთ არჩევანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი განმარტებით, მმართველ გუნდს არჩევნებში დამარცხების ეშინია.

„ამას მარტივი მიზეზი აქვს - ეს შიშის გამო ხდება. ისინი ხედავენ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ რეიტინგი ყოველდღიურად იზრდება, ხოლო მათი მცირდება. ეს პანიკა და არაადეკვატურად ქცევაა. ამას რეაქტიული ქმედება ჰქვია. სხვა დიაგნოზიც ჰქვია, მაგრამ ამჯერად ასე დავახასიათებ. ჩვენი გრაფიკიდან მაინც ვერ ამოგვაგდებენ. მე მაქვს ჩემი გეგმა და მას გავაგრძელებ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ სკვერს გააკეთებს, ფასადს შეღებავს და მერე მის სახელს მსხვილი ასოებით აბრად მიაკრავს, ეს ასე არ არის. ქვეყნის მუშაობა ცოტა სხვა რამეა - დასაქმება, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და რაც მთავარია - სამართლიანობის შეგრძნება და პირველადი საბაზისო ინფრასტრუქტურა ყველა ქალაქში თანაბრად უნდა იყოს გაკეთებული. მთავარი არის ეს - ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სამართლიანობის შეგრძნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა