ანა დოლიძემ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ჭიჭინაძე წარადგინა

საბურთალოზე, ისევე როგორც თბილისის ყველა უბანში, ნომერ პირველი პრობლემა არის არაგონივრული განაშენიანება, ბევრგან მეზობლები ერთმანეთს სამზარეულოში უყურებენ“,- ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ჭიჭინაძის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, მან მოსახლეობას რაიონის განვითარების ხედვა - „10 ნაბიჯი - მდიდარი და წარმატებული საბურთალოსთვის“ გააცნო.

“საბურთალო არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი უბანი. აქ ვარ დაბადებული, გაზრდილი და აქ გავატარე ბავშვობა. საბურთალოზე, ისევე როგორც თბილისის ყველა უბანში, ნომერ პირველი პრობლემა არის არაგონივრული განაშენიანება. ბევრგან მეზობლები ერთმანეთს სამზარეულოში უყურებენ. ეს არის მტკივნეული თემა. ამას ყველაფერს სჭირდება ძლიერი ხმა თბილისის საკრებულოში.

საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად წარვადგენ თამარ ჭიჭინაძეს, გამოცდილ ექიმს, რომელსაც 30 წელი ამ უბანში აქვს გატარებული. როგორც საბურთალოელებისთვის, ისე მთლიანად თბილისელებისთვის, ის იქნება სასარგებლო ხმა საკრებულოში, რადგან ყველაფერი რაც ეხება ბავშვებს, ჰაერის სისუფთავეს, განაშენიანებას, ჩვენს ჯანმრთელობას და მომავალს, ამ ადამიანს ძალიან ადარდებს, " - განაცხადა ანა დოლიძემ.

თამარ ჭიჭინაძის თქმით, ქალაქს სჭირდება ჯანსაღი გარემო ადამიანებისთვის, სადაც ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვები გაიზრდებიან.

"პარტიაში „ხალხისთვის“ ანა დოლიძემ გააერთიანა სუფთა, კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც არიან თავისი საქმის პროფესიონალები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეგვიძლია, როგორც თბილისისთვის, ისე საქართველოსთვის. ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ეკონომიკური სიდუხჭირე, ჯანდაცვის, განათლების პრობლემა, მაგრამ გავითვალისწინოთ მთავარი - შეიძლება თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს. აუცილებლად უნდა მივხედოთ სუფთა ჰაერს, ჯანსაღ კვებას, სპორტულ ცხოვრებას. ჩვენ ქალაქს სჭირდება ჯანსაღი გარემო ადამიანებისთვის, სადაც ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვები გაიზრდებიან. მე დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ არსებული ვითარება ძალიან სწრაფად შევცვალოთ უკეთესობისკენ ", - აღნიშნა თამარ ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა