კახა კალაძე - დებატებზე ყველა ერთად მოვიდნენ, პრობლემა არ მაქვს, გიორგი გახარია სხვებისგან არაფრით გამოირჩევა

დებატებზე ყველა ერთად მოვიდნენ, პრობლემა არ მაქვს, გიორგი გახარია სხვებისგან არაფრით გამოირჩევა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მერობის კანდიდატებთან დებატებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის ყველა კანდიდატს პატივს სცემს, როგორც მერობის კანდიდატებს.

„დებატებზე ჩემი დამოკიდებულება გავაჟღერე, ყველა ერთად მოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. გიორგი გახარია არაფრით არ გამოირჩევა სხვებისგან. ეს ჩემი მხრიდან სხვა კანდიდატების მიმართ უპატივცემულობა იქნება, რასაც არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ.

შეიძლება, მე რაღაც პერსონალური დამოკიდებულება მქონდეს ყველასთან, მაგრამ ყველა კანდიდატს პატივს ვცემ, როგორც მერობის კანდიდატებს“,-აღნიშნავს კალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა