აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს განიხილავს, რომელიც აშშ-ს, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების საგანაგებო პაქტის მიღებას მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.

”აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩვენს პრეზიდენტს სთხოვა ესაუბრათ. უახლოეს დღეებში იქნება სატელეფონო დისკუსია პრეზიდენტ მაკრონსა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის”, - განაცხადა გაბრიელ ატალმა ერთ-ერთ საინფორმაციო არხზე საუბრისას.

მისი თქმით, საფრანგეთი წყალქვეშა ნავების შესყიდვების გაუქმების თემაზე განმარტებებს მოითხოვს.

საფრანგეთმა გუშინ აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები კონსულტაციისთვის გაიწვია, რისი მიზეზიც ავსტრალიას, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების საგანგებო პაქტის მიღება გახდა.

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პაქტის მიღების შემდეგ ავსტრალიამ გადაწყვიტა საფრანგეთისგან წყალქვეშა ნავები აღარ შეიძინოს.

უსაფრთხოების საგანგებო პაქტის მიღებას გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი. მან შეთანხმებას საფრანგეთისთვის ზურგში დანის დარტყმა უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო