კანარის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული

კანარის კუნძულებზე, კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც ხელისუფლებამ ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ ლავა და ფერფლი ასობით მეტრის სიმაღლეზეა ასული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე სახლი განადგურდა.

კანარის კუნძულების პრეზიდენტმა ანგელ ვიქტორ ტორესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის ევაკუირებულია 5 000-მდე ადამიანი. მისივე თქმით, ჯერჯერობით არავინ დაშავებულა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და ლა-პალმაში ჩავიდა.

„ჩვენ გვაქვს ამოფრქვევასთან გასამკლავებლად საჭირო ყველა რესურსი და ჯარისკაცები, მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ” - აღნიშნა პრემიერმა.

კუმბრე ვიეხას ვულკანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია კანარის კუნძულებზე და მისი ამოფრქვევა ბოლოს 1971 წელს მოხდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა