ოლაფ შოლცმა საბოლოო დებატებში გაიმარჯვა

გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა სოციალ-დემოკრატების (SPD) პარტიიდან, ოლაფ შოლცმა მესამე, ფინალურ სატელევიზიო დებატებში კონკურენტები, კონსერვატიული ბლოკის - „ქრისტიან დემოკრატიული კავშირისა" და „ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის“- კანდიდატი არმინ ლაშეტი და „მწვანეების“ ლიდერი ანალენა ბერბოკი, დაამარცხა.

დებატებისას ოლაფ შოლცმა სოციალური უთანასწორობის საკითხზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ კანცლერობის შემთხვევაში, გერმანიაში მინიმალური ხელფასი საათში 12 ევრომდე გაიზრდება.

„ბატონო ლაშეტ, ეს შეიძლება იყოს განსხვავება ჩემსა და თქვენ შორის. მე ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ ახლა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მე ამ მოთხოვნას წლების განმავლობაში ვაყენებ. ჩემთვის ეს არის მოქალაქეების ღირსების საკითხი. თუმცა, ეს არის ის საკითხი, რაც ალბათ ჩვენ ერთმანეთისგან გამოგვარჩევს,“- მიმართა შოლცმა არმინ ლაშეტს.

90-წუთიანი დებატების შემდეგ გამოქვეყნებულმა Forsa-ს გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მაყურებელთა 42%-ის აზრით, დებატებში ოლაფ შოლცმა გაიმარჯვა, 27%-მა გამარჯვებულად არმინ ლაშეტი დაასახელა, 25%-მა კი - „მწვანეების“ კანდიდატი ანალენა ბერბოკი.

ამასთან, INSA-ს მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებულმა გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ „სოციალ-დემოკრატებს“ ამომრჩევლების 26 % უჭერს მხარს, „ქრისტიან-დემოკრატებს“ 21%-ს, “მწვანეებს“ კი - 15%.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს ჩატარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს