ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი - სომეხ და თურქ ოფიციალურ პირებს შორის ჯერჯერობით კონტაქტი არ ყოფილა, თუმცა სომხეთი მზადაა

სომეხ და თურქ ოფიციალურ პირებს შორის ჯერჯერობით არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, თუმცა სომხეთის მთავრობა ასეთი კონტაქტისთვის მზადაა და ოფიციალური პირების ეფექტური მუშაობის შემთხვევაში სომხეთი მზად იქნება მაღალი დონის შეხვედრებისთვისაც, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა მანე გევორქიანმა განაცხადა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი ამ კომენტარით თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადასცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მასთან შეხვედრა სურს.

მანე გევორქიანმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ დერეფნებზე საუბარი ეწინააღმდეგება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისა და მტრობის ატმოსფეროს დაძლევის ლოგიკას.

„პრემიერ- მინისტრმა ფაშინიანმა არაერთხელ ისაუბრა ამის შესახებ. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს 9 ნოემბრისა და 11 იანვრის განცხადებებში მითითებული შეთანხმებების ზუსტ შესრულებას. კომუნიკაციების გახსნა ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონში მუდმივი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, რეგიონში მტრობის ატმოსფეროს დასაძლევად და სომხეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ მიმართულებით იაროს და მიაღწიოს შედეგებს. ზოგიერთ განცხადებაში კომუნიკაციის ხელახალი გახსნის თემა გარდაიქმნება და იღებს რეგიონალური იზოლაციის შენარჩუნების ლოგიკას. დერეფნებზე საუბარი სწორედ ასეა და ეწინააღმდეგება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების, მტრობის ატმოსფეროს დაძლევის ლოგიკას“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა