მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამის ფარგლებში 1-ელი სექტემბრიდან დღემდე 50-მდე სესხი გაიცა

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამის ფარგლებში 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, 50-მდე სესხი გაიცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "აწარმოე საქართველოში" განუცხადეს, 17 სესხი განხილვის პროცესშია.

ცნობისთვის, პროგრამა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც: ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა