“ფაიზერი“ და „ბიონტექი“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 5-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოა და ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს

კომპანიები “ფაიზერი“ და „ბიონტექი“ აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის და უსაფრთხოა.

კერძოდ, კომპანიების ინფორმაციით, ვაქცინამ II და III ფაზის კლინიკურ კვლევაში 5-დან 11 წლამდე ბავშვებში წარმოქმნა იმუნური პასუხი, რომელიც 16-დან 25 წლამდე ასაკის პირებში დაფიქსირებული იმუნური პასუხის თანაბარია.

კომპანიები ასევე აცხადებენ, რომ გეგმავენ, აშშ-სა და სხვა ქვეყნების მარეგულირებლებს ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენების ავტორიზაციის თხოვნით მიმართონ.

“კვლევის შედეგები არის მყარი საფუძველი იმისთვის, რომ 5-11 წლის ბავშვებში ჩვენი ვაქცინის გამოყენების ნებართვის მიღებას შევეცადოთ”, - აცხადებენ კომპანიებში.

შეგახსენებთ, “ფაიზერი/ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენება ამ დროისთვის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, 12 წლიდან ბავშვებშია ნებადართული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა